საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც  2013 წლის მაისში დაიწყო და  2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი.

 

 

სრულად...

კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონალაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ სულელური ქმედებები რომ არა, ის რაც მოხდა, არ მოხდებოდა - ისე გამოჰყავთ, რომ ეს 2008 წლის ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

სრულად...

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ქართველმა ხალხმა იცის თუ ვინ იყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

 

სრულად...

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია.

 

სრულად...

ევროპარლამენტის წევრის, სანდრა კალნიეტეს თქმით, ქართველი ხალხი ვიზა-ლიბერალიზაციას იმსახურებს იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი და არიან პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ციხეებში.

სრულად...

ევროპარლამენტის წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი იმ მითებსა და ჭორებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მედიით ვრცელდება. აუსტრევიჩიუსს კრიმინალთან დაკავშირებული 2015 წლის გერმანული ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველო 24-ე ადგილს იკავებს მხოლოდ.

სრულად...

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

 

 

სრულად...

საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი კენჭს სექტემბერში უყრის. უვიზო რეჟიმთან ერთად, მსჯელობა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზეც გაგრძელდება. 

სრულად...

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას მომავალშიც გამორიცხავს.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი