დამასკოს სამხრეთით მდებარე გარეუბანში, საიიდა ზეინაბში ორი აფეთქება მოხდა, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. მამა-შვილი ზაუტაშვილები სოფლის საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ.
მომღერალი ქრისტინა გრიმი, რომელიც ამერიკის სატელევიზიო პროგრამა The Voice -ის შეჯიბრებაში მონაწილეობდა, ფლორიდაში მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იგი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისადმი მხარდაჭერის გამოუცხადებლობა დავით უსუფაშვილისთვის საწუხარს წარმოადგენს. მისი წუხილს საგანს განსაკუთრებით ის შეადგენს, რომ უზენაესი სასამართლო ბოლომდე დაუკომპლექტებელი რჩება.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ შაქარაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
შსს-მ კიევის ინტერპოლის მიერ 10.12.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1979წ. დაბადებული დილგამ ბ. დააკავა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის გამართვის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს ავრცელებს, რომელშიც განმარტებულია თუ რატომ ვერ მიიღებს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამა წლის 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას.
იქონიებს თუ არა გავლენას „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე? - ამ შეკითხვით guardian.ge-მ "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარეს, სოსო ცისკარიშვილს მიმართა. მისი განცხადებით, თუ ვინმეს სურს უვიზო რეჟიმისკენ სვლა შეაფერხოს, ეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.
ტელეკომპანია „კავკასია“-ს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2“ -ს საქმის განხილვა იმას მიანიშებს, რომ „ჩვენ სასამართლო სისტემა დაგვიმარხეს“. იგი აცხადებს, რომ „ეს არჩევნები ჩაივლის სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლის ეგიდით და ამ ბრძოლაში ხელისუფლება წააგებს“ და მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.