მარსელში პოლიციამ ევრო 2016 საფეხბურთო ჩემპიონატის წინ ქალაქის ძველ საპორტო რაიონში ლუდხანას გარეთ შეკრებილი ინგლისელი გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი უკვე მეორედ გაუშვა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკომისიის მოსაზრება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თელავის გარდა დღეს გურჯაანშიც წარადგინა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გურჯაანის საარჩევნო ოლქში ”ნაციონალური მოძრაობის” სახელით, პარლამენტში მოსახვედრად სააკაშვილის ხელისუფლების გუბერნატორი კახეთის მხარეში, გიორგი ღვინიაშვილი იბრძოლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, რაც დაკავშირებულია მის სამსახურებრივ საქმიანობასთან, ნიკა ბაიაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მესამე ნაწილით.
“დღეს კიდევ ერთხელ პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის” - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე „რუსთავი 2“-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.
პრეზიდენტი უახლოესი უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტება მოითხოვს, იმის გამო, რომ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ.
„რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს აუცილებლად გამოვითხოვ სასამართლოდან“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას "ეროვნული ფორუმის" დეპუტატმა, ანი მიროტაძემ გააკეთა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია გააგრძელებს მუშაობას ისე როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.