შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ჰილარი კლინტონი 11 ერთეულით უსწრებს დონალდ ტრამპს და შეინიშნება მცირე ცვლილება მას შემდეგ, რაც იგი მიმდინარე კვირას დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი გახდა. ამის შესახებ “როიტერსი“ Reuters/Ipsos -ს მიერ ჩატარებული და პარასკევს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
ქართულ მართლმსაჯულებაში „მურუსიძის ვირუსის“ აღმოფხვრის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტიკური მოძრაობის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს მიმართავს და ურჩევს „ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის“ გამოჩენას.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოყვანილი კადრების დიდი ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ბიზნესმენებისთვის ქონებების ჩამორთმევის პროცესში იყვნენ ჩართული.
ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლების სამიზნე მისი პოპულარულობიდან გამომდინარე გახდა. მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზიის ხელჩი ჩაგდების მიზანი ისაა, რომ ხელისუფლებამ შეძლოს იმ გაფილტრული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც მას უნდა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმმა შესაძლოა ევროკავშირის დაშლას დაუდოს საფუძველი. აღნიშნული გამაფრთხილებელი განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
თბილისის მერი, დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებს.
წელს, დაბა ასპინძის ორი, #1 და #2 საბავშვო ბაგა-ბაღი 80-მა აღსაზრდელმა დაამთავრა. როგორც guardian.ge-ს ა(ა)იპი ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ნანა ტივაძემ განუცხადა, აქედან დაბის სკოლაში 58 აღსაზრდელი დაიწყებს სწავლას.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” ადიგენი-ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუნდესტაგის თურქული წარმომავლობის წევრებს თურქეთში ჩასვლისგან თავის შეკავება სთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.