6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით მომხდარ აფეთქებას. „როიტერსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 4 ჯარისკაცია.
ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე.
ტელეკომპანია ”რუსთავი-2” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატზე უარს ამბობს და მას საკუთარ პირობებს სთავაზობს.
სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება, ვაზის პირველი ნერგები, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს.
საყდრისის კომიტეტის წევრები ბიძინა ივანიშვილის სიცრუეში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ყოფილი პრემიერი, ორი დღის წინათ, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ჩადენილი დანაშაულის გამართლებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2”-სა და ”ტაბულას”, აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში მონაწილეობისთვის კონკრეტულ პირობებს სთავაზობს. ივანიშვილის შეთავაზებას ”რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს.
სარკინიგზო კატასტროფა ორეგონის შტატში. ქალაქ პორტლენდის მახლობლად, ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის გამოც შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა და ცეცხლი მოედო.
ლიბიის სანაპიროზე ზღვამ 128 ადამიანის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ. მათი ნავი ლიბიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში, რამდენიმე დღის წინათ, ცარიელი აღმოაჩინეს.
სტიქია საფრანგეთის დედაქალაქში - წყალდიდობის გამო, 5 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.