ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ხანდახან არ ფიქრობს რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი და შეიძლება ამით დააზარალოს თუნდაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) იეშიმ ელჰან-კაიალარი და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ რუსია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი ამ კრიზისიდან ერთიანი და გაძლიერებული, მწყობრი ორგანიზაცია გამოვა, - აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თსუ-ში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
108 წლიანი პატიმრობა არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის - თურქეთში, გაზიანთეფის ლტოლვილთა ბანაკში მომუშავე 29 წლის მამაკაცს სასამართლომ 108 წლით თავისუფლების აღკვეთა 8 არასრულწლოვანი სირიელი ბიჭის გაუპატიურებისთვის მიუსაჯა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "როიტერსი" ავრცელებს.
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე განკარგულება გამოსცა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
9 ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა სატრანსპორტო საშუალების ამოტრიალების შედეგად ამ კვირაში, საწვრთნელი ვარჯიშის დროს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, ფორტ ჰუდში, ტეხასში, - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშ კარტერმა ხუთშაბათს მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას, პრეს-კონფერენციაზე სინგაპურში, სადაც იგი უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არის ჩასული.
„ფიფას“ ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, ზეპ ბლატერმა, ჯერომ ვალკემ და მარკუს კატნერმა ბოლო 5 წლის განმავლობაში თავიანთი თავები, ბონუსების სახით 80 მილიონი აშშ დოლარით დაიჯილდოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC „ფიფას“ იურისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.