"თავისუფალი დემოკრატების'' წარმომადგენელი, ირაკლი ჩიქოვანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაზე, ევროპარლამენტარების მიერ გადაწყვეტილების ვერმიღების საკითხს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.
გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის დაწესება იგეგმება, - წერს გერმანული გამოცემა Die Welt-ი.
"ბრიუსელში სხდომებზე, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის ტექნიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს და არა ქვეყნის შიდა პოლიტიკის", - აღნიშნული განცხადება ლატვიის ელჩმა ევროკავშირში, სანიტა პავლუტა დესლანდემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონის 2 სოფელი დააზარალა. ბოდბესა და მაღაროში ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
"საქართველოს მთავრობამ ვიზა-ლიბერალიზაციაზე მუშაობა რეკორდულ დროში დაასრულა, ეს დრო იყო ზუსტად 2 წელიწადი და 9 თვე", - აღნიშნული განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ "რუსთავი-2"-ის ეთერში გააკეთა.
მისი დაბადების დღიდან მე-2 დღეს კუბას პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ენამოსწრებულად იხუმრა, რომ კასტროები „ჯანმრთელები და დღეგრძელები“ არიან და იგი ადვილად მოახერხებს რამდენიმე 5-წლიანი ვადით ქვეყნის სათავეში ყოფნას, თუმცა მისი დანაპირების ერთგული იქნება და 2018 წელს პრეზიდენტის პოსტიდან წავა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრების შემდეგ, სადაც დიპლომატებმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ლატვიის ელჩი ევროკავშირში სანიტა პავლუტა დესლანდე პირველია, რომელიც მედიასთან ინტერვიუს დათანხმდა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც პროცესის გაჭიანურებასთან არის დაკავშირებული.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ხვალ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ დაფუძნების ღონისძიება გაიმართება.
2014 წლის შემდეგ პირველად სირიის სახელისუფლებო ძალებმა პროვინცია რაქას საზღვარი გადაკვეთეს. BBC-ის ცნობით, სირიის ჯარს რუსეთის საჰაერო ძალები ეხმარებიან.
ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ბიძინა ივანიშვილს ახალი ფორმატი, - ასე პასუხობს ტელეკომპანია ”ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ყოფილი პრემიერის შეთავაზებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.