სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიში წარადგინა. სახალხო დამცველის თქმით, მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება.
სამი მოსწავლე დაშავდა ხაშურში, მეოთხე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს. ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიების დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიყარა, რის შედეგადაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა.
რუსთავში, მდინარე მტკვარში, ახალგაზრდა ქალის შემდეგ მამაკაცი გადახტა. ადგილზე სპატრულო ეკიპაჟი დროულად მივიდა და 35 წლამდე მამაკაცის მდინარიდან ამოყვანა მოხერხდა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ბიძინა ივანიშვილის წერილს "წარსულის წერილად" აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ "ამ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" სამყაროში ცხოვრება აღარ უნდა. საზოგადოება ახალ არჩევანს ეძებს." აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე პრეზიდენტის მიერ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას ეხმიანება.
ბათუმს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა სტუმრობს. პრეზიდენტსა და მის დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე დახვდა.
რუსთავში ცენტრალური ხიდიდან მდინარე მტკვარში 44 წლის ქალი გადახტა. ქალაქში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარეში მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა, თუმცა ქალის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
ქობულეთში ტურისტული სეზონის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პარალელურად წესრიგდება ქალაქის ქუჩები, სკვერები, პარკები და სანაპირო ზოლი. აღნიშნულის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გასაზიარებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.