ომარ ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს. შესაბამისი განცხადება ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში თავად გააკეთა და განმარტა, რომ შესაძლოა, თამაზ მეჭიაურის გუნდში ვიხილოთ.
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მათ უსაფრთხოების თემებსა და იმ რთულ ვითარებაზე ისაუბრეს, რაც რეგიონშია შექმნილი.
საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული, - ხელშეკრულებას ამის თაობაზე დღეს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის მოეწერა ხელი.
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ ფინალისტს, ნია შაქარიშვილს შეხვდა.
2016 წელს, პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარში გაიმართება. ფიცის დადების ცერემონიალი 12:00 საათზე დაიწყება.
თუკი უმრავლესობის დეპუტატის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მე მაქვს კითხვა - 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგდება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად ისჯება თუ არა?- ლევან ბერძენიშვილი.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება დეკანოზმა, კახაბერ გოგოტიშვილმა გააკეთა.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურებს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1943 წელს დაბადებული გივი ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.