წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
თუკი კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, მაშინ ამით მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც დაპატიმრებული არიან მაშინ, როცა მე თავისუფალი ვარ, - ეს არის პირველი განცხადება, რომელიც უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (25 მაისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
ფლორენციის ცენტრში მდინარე არნოს სანაპიროს სექცია ჩაინგრა და გზის ნაწილი და პარკირების ადგილას გაჩერებული ათეულობით ავტომანქანა ახლად ფორმირებულ თხრილში მოაქცია.
ნადეჟდა სავჩენკო კიევშია - თვითმფრინავი კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ახლახანს დაეშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო.
პრეზიდენტი ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ხურჩაში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.