2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან, - ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის ცნობით, მუნიციპალიტეტში 3 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭოსთვის საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მოამზადებენ.
ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.
ავღანეთის „თალიბანმა“ ახალი ლიდერი დაასახელა, რომელიც უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაღუპული, მულაჰ ახტარ მანსურის შემცვლელი იქნება. განცხადებაში თალიბანმა პირველად აღიარა მანსურის სიკვდილი და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას მაულავი ჰაიბატულაჰ ახუნზადა უხელმძღვანელებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. მილოცვის განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
”აუდიტორია 115"-ის წევრები სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილ თავმჯდომარეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის ცნობით, მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ კვირიკე-ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გუშინ კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენებმა გამომძიებლებს ჩვენება მისცეს. ექვსი საპორტსმენის გამოკითხვა ხუთი საათი გრძელდებოდა. ისინი ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ. კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენებმა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.