ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა და 16-ზე მეტი დაშავდა. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ზურაბ ტყემალაძე „ქართული ოცნების“ ახალი წევრის დავით კოღუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი კოალიციაში დისციპლინის ნაკლებობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში მაგალითად თოფაძის, ”მრეწველებისა” და თამაზ მეჭიაურის განცხადებები მოჰყავს.
„ბურჭულაძის ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ სხვა არაფერია თუ არა კეთილშობილური მიზნით ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაციის პოლიტიკური დანიშნულებით გამოყენება და ყოფილი ხელისუფლების რეანიმაციის მცდელობა“ - აღნიშნული განცხადება „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ინფორმაციით, საქართველოს ვარშავის სამიტზე MAP-ს არ მიანიჭებენ. აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე.
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართა. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება გაფლანგვას, იძულებას, მითვისებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სხვა.
ალიანსის წევრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, რეფორმებზე დამოკიდებული, - აღნიშნული განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლმა, ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.
2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ არის ერთჯერადად გამოყენების და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. გამოსაშვები გამოცდები წელსაც CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტი) პრინციპით ჩატარდება.
სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა, თუ მოკვლევის შემდეგ დარღვევები არ გამოვლინდა, ის თანამდებობაზე დაბრუნდება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.