"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა არის უარყოფითი", აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას გააკეთა. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ვერდიქტი მხოლოდ მას შემდეგ იქნება გამოტანილი, როცა კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივა.
ფოთის პოლიციის უფროსი ზურაბ ალანია თანამდებობიდან გათავისუფლდა. მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი გადაცდომის საქმეზე შემოწმებას ატარებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს და მასთან ერთად ფხენიანის ბირთვული პროგრამა განიხილოს.
ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ პროკურატურამ ძიება მის წინააღმდეგ გააგრძელოს. ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. ალასანია ივანიშვილს ურჩევს, 5 უდანაშაულო პირის ნაცვლად თვითონ დააპატიმროს.
თამაზ მეჭიაური უახლოეს მომავალში საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარუდგენს. დეპუტატმა აღნიშნა,რომ უკვე გარკვეული მონახაზი აქვს მისი ახალი პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლა მასზე ზეწოლას უკავშირდება.
აბაშის მუნიციპალიტეტში მარანი-პ/მაისი-გაუწყინარის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში PIN“ ხონში ახალი პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.
საკანონმდებლო ორგანო ახალ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დემოგრაფიული პოლიტიკა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ოთხი ბომბი აფეთქდა, რამაც სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. BBC-ის ცნობით, პირველი მომაკვდინებელი აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ადგილას შააბში ბაზრის გარე პერიმეტრზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.