საქართველოს სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, სოფელ ხუნწთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 2 096 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყო დამხმარე ნაგებობი - სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც BBC იუწყება, მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა და ეს აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის შემდეგ მათ შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა კრის გოფმა „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულეს.
15 სამხედრო მოსამსახურეს სხვადასხვა ქვედანაყოფიდან, მათ შორის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს DELF (ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი) საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, პასკალ მენიემ გადასცა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სამხედროებს წარმატებები უსურვა.
სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნები“ – ს ფარგლებში ზესტაფონს თანამედროვე მწერლების მობილური ჯგუფი სტუმრობდა. შეხვედრა ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა.
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებულ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.