თურქეთის პრემიერ მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ მაისში მმართველი პარტიის კონგრესზე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი გიორგი ვაშაძის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ შესაძლებელია პარტია სხვა ლიდერებმაც დატოვონ.
საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის, 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ბოტანიკურ ბაღთან და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი გიორგი ვაშაძის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გადაადგილებები ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.
"მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია" - ასე ეხმაურება გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.