ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის, „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი პაატა ირემაძე.
სოფელ სკრაში ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფონდის პროექტ "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩის მოადგილე იურატე რამოსკიენე გაეცნენ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებული დადგენილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს, - გიორგი კვირიკაშვილი.
180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში ფართები საკუთრებაში გადაეცემა. აღნიშნულ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
მთავრობა ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და მულახის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გულისხმობს საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კანადის ალბერტას პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ფორტ მაკმერის ყველა - 88 000 მცხოვრები ხანძარმა იძულებული გახადა, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა და გაქცეულიყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის გაგიკ კარსლიანის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. მასში გამგებლის მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე და არტიუშ ტონოიანი გამგეობის სამსახურების უფროსებთან და თანამშრომლებთან ერთად იყვნენ ჩართული.
პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივ ბრძანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე დაკითხული დავით ჩხატარაშვილი ადეიშვილის დანაშაულებრივი ბრძანების უშუალო შემსწრე იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.