ევროკომისია თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ევროკომისიის შესაბამისი პრესრელიზი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის განცხადებით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ცვლილების შემდეგ კიდევ 400-მდე ხე მოიჭრება.
თერჯოლისა და რუჟიენის (ლატვიის რესპუბლიკა) მუნიციპალიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და რუჟიენის მუნიციპალიტეტის მერმა გუნთის გლადკინსკიმ.
იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფოლადის ბაგირებისა და მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, - განაცხადა კომპანიის თავმჯდომარემ, შიგეტო ტანაკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას.
უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი გრძელდება და აღნიშნული პროცესი პარტიის მიერ დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებული არ არის.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ბოტანიკური ბარის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის.
ცხარე კამათი მოყვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის გამოსვლას.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადასაცემად საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო. „რია ნოვოსტი“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უწყების პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
2016 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ქ.ცაგერის სპორტული დარბაზის მშენებლობა გახლავთ, რომლის ღირებულებაც 2,8 მილიონ ლარს შეადგენს, - განუცხადა guardian.ge -ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.