შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეების და დაზვერვის კომიტეტების წევრი, სენატორი ჯეიმს რიში "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთმა სანქციები არ დაუწესა, დღეს რუსეთი გაცილებით აგრესიული ქვეყანაა.

სრულად...

თბილისის მერი, დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დავით ნარმანიამ და სტამბოლის მერმა, კადირ ტოფბაშმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს.

სრულად...

ლილოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა, დაშავებულთაგან ერთი მეხანძრე, მეორე კი თავად ობიექტის დაცვის თანამშრომელია.

სრულად...

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული დავით ნ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სრულად...

ეკვადორში მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა, განაცხადა ქვეყნის მთავრობამ. ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის ოპერაციაში მაშველები და ოჯახის წევრები ხშირად შიშველი ხელებით არიან ჩართულნი და გადარჩენის ოპერაციისას არაერთი სასოწარკვეთილი მდგომარეობა იქმნება. 

სრულად...

სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4“ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება – პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგს 19-21 აპრილს ეწვევა.

სრულად...

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სადგურ მოლითთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გვირაბში ძირითადი გათხრითი სამუშაოების დასრულებას დაესწრო.

სრულად...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თსუ-ს მოქმედი რექტორის, ლადო პაპავას ბრალდებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ  პაპავამ გააკეთა "ყოვლად უაპელაციო განცხადება, რომელშიც ფაქტობრივად, არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება."

სრულად...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი