საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ევროპელ დეპუტატებს 21 აპრილს სიტყვით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, პრემიერი საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
გერმანული გამოცემა "Die Welt"-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ე.წ გადავადების პუნქტი ჩადოს.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მდებარე ენგურის ხიდი დროებით იკეტება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გიორგი გვენეტაძე დააკავა.
თსუ-ს მოქმედი რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე წავიდა, თუმცა თვლის, რომ "თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა ”ოდეერების".
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, თსუ-ს მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი 09:00 საათიდან აღდგა.
შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული დალი ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა, - აღნიშნული განცხადება თსუ-ს მოქმედმა რექტორმა ლადო პაპავამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში რექტორისგან დამოუკიდებელი ბინძური თამაში წამოიწყეს, - ასეთ შეფასებას აძლევს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი ლადო პაპავა უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოჰაბიტაციის შედეგია. ამის შესახებ პაპავამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, რადგან ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კონსტიტუციით, არ შეუძლია, - განაცხადა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.