გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
„დაბა ასპინძაში, მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი საბავშვო ბაღი გარემონტდა“ - განუცხადა guardian.ge-ს ა(ა)იპი ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ნანა ტივაძემ.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, ოქროს საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის 2 შემთხვევა გამოავლინეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირის ფარგლებში მხიარული სტარტების საფინალო შეხვედრა გაიმართა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (18 აპრილი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0072 პუნქტით გამყარდა.
”რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ადასტურებს.
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის“ (MOXY) ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ - ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მიმდინარეობს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემული 2010 ძირი არყის ხის, 400 ძირი ფიჭვისა და 50 ნაძვის ხის დარგვის პროცესში ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, მისი მოადგილეები და გამგეობის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.