შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის განცხადებით, პარტიის ლიდერებს არ უნდათ, რომ იგი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. ამის შესახებ BBC წერს.
„ ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ეს არ არის დასასრული. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების პროცესს. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წამზომის გამორთვა გახდება საჭირო“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.
თავდასხმა ფონიჭალაში - მოკლულია ორი ადამიანი, ერთი დაჭრილი კი მძიმე მდგომრაობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
"როიტერსის" ცნობით, მიანმარში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ურჩევს, პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებით ტრენინგი გაიარონ ან რჩევა იმ ადამიანებს ჰკითხონ, ვინც საპროცედურო წესებში კარგად ერკვევიან.
არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხს მთავრობა სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.