NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის - 12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებაც არის საუბარი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებს შეხვდა.
„საზოგადოების ზეწოლისა და წნეხის შედეგად ხელისუფლებას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოუწია და მათ გვაჩუქეს ერთი თვე საარჩევნო კამპანიისთვის" - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულების პრეზიდენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნებას მიხეილ მაჭავარიანი აფასებს, როგორც ”გამოსავალს ცუდსა და უარესს შორის”.
საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, პროცესის ტექნიკური მხარე სრულად შესრულებულია და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მიღებული, - ეს განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და მასში საქართველოზეც არის საუბარი. აღნიშნული ანგარიში დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და კულტურული ტრადიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
სამართალდამცველებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი მოქალაქე მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.