საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიღებული რეგულაციით, დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვს ქართველ მოჭიდავეს სანქციები მოუხსნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ ტორსს შეხვდა.
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.
დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გავლას დაპირდა.
სასამართლო რეფორმის მესამე ტალღად ცნობილი პროექტი დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნისა და სამართლის დამკვიდრების იდეას უთხრის ძირს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, კულტურული და სპორტული საკითხები განიხილეს დღეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ სამუშაო თათბირზე, რომელსაც, როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე ა(ა)იპ-ების დირექტორები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგნლები ესწრებოდნენ.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (13 აპრილი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.