უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მის გახმაურებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი ვინც თანამდებობებს იკავებს და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურს, თუ ვინმეზე არსებობს მაკომპრომიტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ“, „TVპირველის“ ეთერში ინგა გრიგოლიას მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ არც „არაფერი შეშლია“ და არც არაფერი აქვს საბოდიშო.

სრულად...

პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა, როცა მას ჰკითხეს ბრიუსელში სამშაბათს მომხდარი აფეთქებების შესახებ, უარი თქვა პასუხის გაცემისაგან, - განაცხადეს ბელგიელმა პროკურორებმა.

სრულად...

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

სრულად...

ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებელი მეორე პირი დაასახელა. იგი ნაჯიმ ლაახრაოუია, რომლის დი-ენ-ეი, პარიზის გასული წლის ნოემბერში მომხდარი აფეთქებების ადგილებში აღმოაჩინეს.

სრულად...

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ფინანსთა მინისტრი“ მუსტაფა ალ-ყადული მოკლულია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სოფლების – ფოკისა და განძის მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდება, უზუსტობას შეიცავს, რადგან სოფელ განძაში გაზი რამდენიმე წლის წინათ შეიყვანეს და ის უკვე სრულად არის გაზიფიცირებული. ამის შესახებ გაგიკ კარსლიანმა guardian.ge -ს განუცხადა.

სრულად...

სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს ბელგიას და ევროკავშირს ისლამისტი სამხედროებისაგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლაში შემდგომ დახმარებას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში სამშაბათს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ აფეთქებები განხორციელდა და აშშ-ს ოფიციოზმა განაცხადა, რომ 31 გარდაცვლილს შორის ორი ამერიკელი იყო. ამის შესახებ Reuters -ი წერს.

სრულად...

ბრიუსელში, შხაერბეკის რაიონში, პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი სპეცოპერაციისას დაჭრა და დააკავა - "როიტერსის" ცნობით, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF-ი ადგილობრივ მერზე დაყრდნობით იტყობინება.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან "თავისუფალი ზონის" ორი წევრი - გიორგი მიქიაშვილი და ვაჟა მორგოშია დააკავეს.

სრულად...

თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში, ის "ქართულ ოცნებასთან" ერთად უნდა იყოს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი