თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს იუსტიციის საბჭო 5 კითხვით მიმართავს და კითხვებზე პასუხის გასაცემად დროს 17:00 საათამდე აძლევს. აღნიშნული კითხვები საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ წარადგინა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან, კოალიცია აუცილებლად დაიშლება, თუმცა, უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის საშიშროება არ არსებობს.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. კალაძის განაცხადებით, ის კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებთან და ასევე კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
The Financial Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა.
ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება "მაესტროში", თუმცა, ეს არის მეწილეებს შორის დავა, - ამის შესახებ "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
“მიმაჩნია, რომ „მრეწველების“ ადგილი არის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, გოგი თოფაძის ადგილი არ არის არც „მრეწველებში“ და არც კოალიციაში“ - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჯა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობელ სტუდენტებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ბიზნეს და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, შოთა გეწაძემ უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.
ბულაჩაურის ქუჩაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ის ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, 23 თებერვალს, 12:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება - ნინო გვენეტაძე.
თანამდებობრივი დანაშაული თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პროკურატურის გამოსაძიებელი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შესახებ კომენტირებისას აღნიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.