ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პირველ კომენტარს გააკეთებს. ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე, 20/30-ის სტუმარი იქნება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილი შეაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის 2-წლიან საქმიანობას და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებს.
თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცული თანამშრომლები "თბილსერვისის" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოაჩინა.
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს ზიანი აუნაზღაურდებათ. გადაწყვეტლება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
კომპანიები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი", მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ რეკომენდაციას აძლევენ, რომ დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.
2016 წლის იანვრიდან უკრაინაში რუსული პროდუქციის შეტანა აიკრძალება. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გადადგომისას გაცხადებული ვერსიის არ სჯერა პარლამენტის ვიცე სპიკერს, გუბაზ სანიკიძეს. პლენარულ სხდომაზე მთავრობის დამტკიცებამდე სიტყვით გამოსვლისას სანიკიძემ თქვა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, თუ რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან.
საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს პირველ სხდომას გამართავს. შესაბამისად, მას პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი პირველად უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 38 საკითხს განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ მინისტრად დამტკიცებამდე გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას თბილისში მიმდინარე მასობრივ მშენებლობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დედაქალაქში ამ კუთხით ქაოტური მდგომარეობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.