თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აქვს, სადაც ელისაშვილმა თქვა, რომ მას უთვალთვალებენ.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აქვს, სადაც ელისაშვილმა თქვა, რომ მას უთვალთვალებენ.
ოთარ ფარცხალაძე არის ჩემი მეგობარი, შესაბამისად, შეფასებებისგან თავს შევიკავებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში დიდი ბრიტნეთის ჩართულობა უნდა გაიზარდოს.
მისი თქმით, მოკავშირეებს სირიაში პარტნიორები , ასევე პრობლემის პოლიტიკური მოგვარების გზის მოძიება სჭირდებათ, რადგან ავიაიერიშები ISIS-ის ბოევიკების მოქმედებებს შეაჩერებს, თუმცა ეს მათ სრულად განადგურებას ვერ უზრუნველყოფს.
"გუშინ ჩვენ გავხსენით ფარმაცევტული კომპანია. დღეს აქ ვიხილეთ ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო და ეს არის სწორედ ჩვენი საერთო წარმატება და გამარჯვება". აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმოს, "ჯეო კეპის" გახსნაზე გააკეთა.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს, რაც არის საქმეში და საზოგადოებაში პასუხი გაეცემა – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
"ძალიან განვიცდი, რომ ყველა რეგიონში, სოფლებში, ჩვენ ვხედავთ მიტოვებულ, განადგურებულ და გაჩანაგებულ ქარხნებს, რომლებიც 25-30 წლის წინ მუშაობდნენ", ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო "ჯეო კეპი"-ს გახსნაზე განაცხადა.
კრემლში თურქეთის მხრიდან ტერორისტულ საფრთხეებს არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პარლამენტმა თამარ კორძაიას მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება, პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ცვლილებების მიხედვით, არასრულწლოვნის ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება მშობლებს აღარ ექნებათ.
პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ ინციდენტი მოხდა. სხდომაზე „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორი, ბუბა ჩივაძე შევიდა და მოითხოვა, რომ მისი ოჯახის ბიზნესთან დაკავშირებით, პროკურატურამ სწრაფი გამოძიება აწარმოოს.
ჩივაძის ინფორმაციით, მის ოჯახს ბიზნესები ჩამოართვეს და ამ საქმის გამოძიება ჭიანურდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.