რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას ვაშინგტონი უკმაყოფილებით შეხვდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს. როგორც მასალაშია აღნიშნული, კრემლი აცხადებს, რომ სირიაში წარმოებული ოპერაცია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამდღიან სამუშაო ვიზიტად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს ყველა მოციქულს იხსენიებს. 14 ოქტომბერს კი – ქრისტეს კვართს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლეერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლეერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია Omnia Strategy-ის ხელმძღვანელის, ჩერი ბლეერის შეხვედრაზე აღინიშნა.
გადაცემა არჩევანში ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, თამაზ ურთმელიძის მოსამართლეობის საქმიანობას მიმოიხილა და მის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები გაიხსენა.
მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ წერილს განიხილავს და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რთველის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, რეგიონებში 91 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, ხოლო უკვე ჩაბარებულია ყურძნის რეკორდული რაოდენობა - 133 000 ტონაზე მეტი, - ანგარიში რთველის შესახებ პრემიერ-მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა.
პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დედის - მდინარა გიორგობიანის მიმართ მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას ინფორმაციის გავრცელებისას აქცენტებს უწუნებს. როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და აქცენტიც სწორედ ამ პროგრესზე უნდა გაკეთდეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას ინფორმაციის მოსახლეობამდე მიწოდების პრობლემა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მიერ მთავრობის ადმინისტრაციის, მაია ცქიტიშვილისათვის მიწერილ წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.