"როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე? ეს არის სრული აბსურდი", ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემდგომი მოღვაწეობა კვლავაც მოემსახურება საქართველოსა და ბელორუსს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განვითარებ
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევებს არაობიექტურს და პოლიტიზებულს უწოდებს და უახლოეს დღეებში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენს, თუ რამდენად ენდობიან მას საქართველოში.
2015 წლის 12 ოქტომბერს „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.
ბაქოში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიამაც კი, ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაავრცელა, როცა პრემიერის თვითმფრინავი ბაქოში დაეშვა, - ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო "ჰაქინი" წერს.
NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს კომპანია „სოკარი" გადაიხდის.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ თბილისი თანამდებობის პირებს სწორი მიმართულებით არ მიჰყავთ. 16% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებს დედაქალაქი სწორი მიმართულებით მიჰყავს. აღნინულთან დაკავშირებით 16%-ს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერს, დავით ნარმანიას საქმიანობას ცუდად აფასებს. კითხვაზე - როგორ აფასებთ თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: კარგად - 12%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 36%, არ ვიცი -7%.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ახალი პოლიტიკური მრჩეველი "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.