ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველოს მიერ წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის 47%-სთვის ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 43%–თვის კი გაუარესდა.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა "პანორამა თბილისის" პროექტის წინააღმდეგია. თბილისში ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა 71%-მა განაცხადა , რომ სმენია პროექტ "პანორამა თბილისის" შესახებ, 29%-ს კი არ სმენია.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს. პრემიერი ბელარუსის პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა, საპარალამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს, - ამის შესახებ ინფორმაციას "კვირის პალიტრა" ავრცელებს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში გერმანიასთან 2-1 დამარცხდა. გერმანელების მხრიდან გოლი 49-ე წუთზე მიულერმა პენალტით გაიტანა. 53-ე წუთზე ანგარიში ჯაბა კანკავამ გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი გერმანიის ნაკრები კრუზემ დააწინაურა.
თბილისის მერი დავით ნარმანია "სითი პარკის" საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავს, რის გამოს მერიამ სქელტანიანი დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. ნარმანია აღნიშნულ საკითხს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკვე მეხუთედ გაიმარჯვა და მომდევნო 5 წლის განმავლობაში ისევ ბელორუსის პრეზიდენტგი იქნება. ადგილობრივი ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ლუკაშენკოს არჩევნებში მონაწილეობა 86,75%-მა მიიღო, ამათგან ლუკაშენკოს ხმა 83,49%-მა მისცა.
უკრაინული „X ფაქტორის“ მორიგმა ქართველმა მონაწილემ, ანდრია გველესიანმა ჟიურის და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და მომდევნო ტურში გადავიდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში გუშინდელ ვიზიტს ეხმაურება. ალასანიას თქმით, ის ნაბიჯები, რაც მალულად გადადგა საქართველოს მთავრობამ ენერგო უსაფრთხოების მოლაპარაკებების კუთხით და კონკრეტულად "გაზპრომთან" დაკავშირებით, სტრატეგიულ პარტნიორებში გაურკვევლობას და კითხვის ნიშნებს ბადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.