საქართველოს ისტორიული როლის ახალ, თანამედროვე კონტექსტში წარმოჩენის შესაძლებლობები უჩნდება-თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს 32 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრება.
ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ევროკავშირი მზად არის, თურქეთიდან მიგრანტების და ლტოლვილების ნაკადის შემცირების სანაცვლოდ, ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ BBC იუწყება.
დღევანდელი ღონისძიება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა არის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით, დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი მიიღეს. მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის ახალშეძენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ჩამოიტანა.
ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელი, ნიკოლოზ ირემაშვილი დააკავა.
თბილისში საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა–სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა დღეს საქართველოში ჩამოვა. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურის წარმომადგენლები მას ხვალ შეხვდებიან.
სვეტიცხოვლობა ჩვენი სარწმუნოებისა და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლობა მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.