პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სკელუპაციებს" უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოში ყველაზე მსხვილბიუჯეტიან საგზაო პროექტს იწყებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად ფართო კონსულტაციების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
ალბათ ბევრს გახსოვთ, როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა სათანამშრომლოდ სასურველი პოლიტიკური პარტიები დაასახელა, იქვე აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი "შუა გასაკრეფიაო", ანუ მან იგულისხმა სხვა დანარჩენი პოლიტპარტიები, რითაც ამ პოლიტჯგუფების დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო, ჩანაწერი დატოვა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2016 წელს პენსიების გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ ბიუჯეტის პროექტით უკვე გაწერილი ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქეთის მთავრობას და მთელ თურქ ხალხს მიუსამძიმრა.
მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც რუსეთიდან შემოგვქონდა და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს? - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოსგან მე სხვას აღარაფერს ველოდები, თუ არა იმას, დაადგინოს, რომ არჩევნებში სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური და სააკაშვილს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება", ასე შეაფასა დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ "'პოლიტიკურად ანგიჟირებული" გადაწყვეტილება მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.