„ჰააგის სასამართლოს საერთაშრისო გამომძიებლების ჯგუფი ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რომელსაც როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება წლებია ელოდება. 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები,  ომის მიზეზები, ჰქონდა თუ არა ადგილი ეთნიკურ წმენდას, ქონების მასობრივ განადგურებას და სხვა

სრულად...

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს ხვდება. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს, სადაც ბენსუდა ახლახან მივიდა.

სრულად...

მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში, 2009- 2013 წლებში მოღვაწეობდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით,  ე.წ. აფიორებში მოლდოვის მთავრობის ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ხელშეწყობით მონაწილეობდა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკი, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარი მოიპარეს.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი თავსი ავადმყოფობის შესახე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მართალია ვერ ვლაპარაკობ ჯერ სათანადოდ, ძალიან ცოტას ვახერხებ და დაბალ ხმაზე, მაგრამ წესით მომავალ კვირას უკვე ავმეტყველდები კიდეც”.

სრულად...

რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა  შესაძლოა ფასიანი გახდეს. ეს კი  იმ შემთხვევაში მოხდება თუ მისი ალტერნატიული გზა იარსებებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ განახორციელებს  ამ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ინვესტიციას.

სრულად...

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში ჩამოვიდა. იგი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან ჩამოფრინდა.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებას ეხმაურება. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

სრულად...

ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სასამართლოსგან საქართველოს ოკუპირებულობის თემის კიდევ უფრო გამყარებას ელოდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს, –ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხმა ნაჰაიან მუბარაქ ალ– ნაჰაიანმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, „გაზპრომის“ გაზს საქართველო წინა ხელისუფლების დროსაც იღებდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი