არ მგონია, რომ ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს. მეტიც, ამ თამაშის წესებით თავისუფლად ვიქნები პოლიტიკაში, გავაგრძელებ პოლიტიკაში ყოფნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.
პოლიტიკური კონტექსტის შეტანა, როდესაც ლმობიერება უნდა გამოიჩინო, არის ფაქტობრივად დაბრუნება სტალინიზმში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ემიგრანტის შეკითხვის - გეგმავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი "პოლიტპატიმრების" შეწყალებას და აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას - საპასუხოდ განაცხადა.
1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 98 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67 მილიონ ლარს მიაღწია. 30 სექტემბერს დაფიქსირდა მიმდინარე რთველის სეზონზე რქაწითელის გადამუშავების პიკური მაჩვენებელი - 4,4 ათასი ტონა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო მშვიდობისთვის“ მიმდინარე თვის პირველ ნახევარში პარტიად დარეგისტრირდება და დამფუძნებელ ყრილობას გამართავს,- ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა დავით თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში განაცხადა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების ხარისხი გაუმჯობესდა, ხელისუფლება სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ, მაგრამ ეს საჭიროებიდან შორს არის.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ენრეგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებას - "1 ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში" - ეხმაურება და ამბობს, რომ ამ დონეზე გადაგვარებული პოლიტიკოსი არსად უნახავს.
კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის სამ წლისთავს.
მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.