აშშ-ს ორეგონის შტატის ქალაქ როზბურგში დამნაშავემ ერთ-ერთ კოლეჯში სროლა ატეხა. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამის შესახებ BBC იუწყება. რამდენიმე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციის განცხადებით, დამნაშავე ლიკვიდირებულია.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს "არქიმედეს" დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.
თბილისის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ სავარაუდოდ, თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. სოლომონია კეთილმოწყობის სამსახურსა და ტენდერების საკითხს კურირებდა და მისი პოსტიდან წასვლა, შესაძლოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირდებოდეს.
საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მის ცოლის ძმას, თბილისის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევს.
ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება,–ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
რუსეთი განაგრძობს თავისი უკანონო კონტროლის გავრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავო ოფისში სავალუტო ფონდის პრეზიდენტს კრისტინ ლაგარდს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და კრისტინ ლაგარდმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მიმდინარე წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინათ, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ წლისთავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.