კიევში გუშინ მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებული ეროვნული გვარდიის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა. მესამე მსხვერპლის შესახებ დეპუტატი ოლგა ბოგომოლეცი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა. აეროპორტისთვის ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭების ინიციატივით საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.
კომპანია SOCAR Georgia Gas-ი კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, ის საკადრო გადაადგილებები, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა, ქვეყანას არანაირ სასიკეთო ცვლილებებს არ მოუტანს.
ვფიქრობ, რომ თუკი არის ოდნავი შანსი კანონი არ დაირღვეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სწავლის საშუალება მიეცეთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ნინო გოგუაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა თავისი გუნდის ყოფილი წევრს - თამარ ბერუჩაშვილს, რაც ძალიან ცუდია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.
ევროპაში მიგრანტების გადანაწილების შესახებ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში შენგენის შეთანხმების მომავალი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყველა პრიორიტეტზე მუშაობა, ისე როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი სხვა რეფორმა თუ პროექტი, უწყვეტად გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.