მსხვილი ინდური კომპანიები – Unique Mercantile India და Apna Punjab Resorts საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, – პოტენციურ ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
„სანამ ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფება, არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადამსჯელო-რეპრესიული სახე მიიღოს“, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ხულოში, მწვანე ტბის ფსკერზე დიდი ოდენობით იარაღი და ყუმბარმტყორცნები აღმოაჩინეს. არსენალის აღმოჩენა ექსპედიციის დროს მოხდა, რა დროსაც ფლორისა და ფაუნის შესწავლა მიმდინარეობდა. მყვინთავების განცხადებით, ტბის ფსკერზე ათობით ყუმბარმტყორცნი და საბრძოლო იარაღია განთავსებული.
ვფიქრობ, საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატს, ვიდრე მას ჰყავდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეჯოს ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად თამარ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენაზე კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატები ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინათ წარადგინა.
კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში წარადგენენ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე.
პარტია "ქართული ოცნება" 60 დამოუკიდებელ ექსპერტს 15 სამუშაო დღით ეძებს - ამის შესახებ განცხადება სამსახურის მაძიებელთა საიტ jobs.ge-ზე გამოჩნდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ შემოდგომისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან.
კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ კოალიციურ რეჟიმში აპირებს. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 30 აგვისტოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიას დაუპირისპირდა.
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტად ნიუ-იორკში იმყოფება. უსუფაშვილი 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაერო-ს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.