ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეალისტური გეგმა და ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს იმ პროგრესის საბოლოო შეფასება, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
კოალიცია „ქართული ოცნება“ საგარეჯოში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად კოალიციაში შემავალი პარტიების სრულ მობილიზაციას აცხადებს.
ბაქოს სასამართლომ რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. BBC -ის ცნობით, მას გადასახადების თავიდან არიდებაში, უკანონო მეწარმეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ. თავად ჟურნალისტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წელს მთლიანად აღდგება მაჩხვარეთისა და აკეთის საბავშვო ბაღები. ახალი ბაღები შენდება წყალწმინდასა და ჯურუყვეთში. ასევე რემონტდება ჩიბათის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთის, ნინოშვილის საბავშვო ბაღები, ქვიანსა და მამათში კი ორ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.
ბევრი შემოთავაზება მაქვს და განვიხილავ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა "ტელეიმედს" განუცხადა.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ამჟამად ქვედა და ზედა წევის დამაკავშირებელ გზის 150-მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა.
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში დღეს ოფიაციალურად დარეგისტრირდა. საპრეზიდენტო კანდიდატად იგი თბილისის დინამომ წარადგინა.
პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, ჯოკია ბოდოკიას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება. პროკურორმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ბოდოკიას და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებია დაწყებული, კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ პირობად ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაყვანას დებს.ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე ერთ-ერთ მთავარ პირობად ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაყვანას დებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3644 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3493 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.