ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველომ” და საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა “კვირამ” თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმომწერები პორტალ “კვირას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთევან ხოსიტაშვილი და ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოს” თანადამფუძნებლები და დირექტორები მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე არიან.
ბათუმში 3 დღით სტუმრად მყოფმა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი ბათუმის აეროპორტში, უკრაინაში გამგზავრებამდე გააკეთა.
უკრაინის ქალაქ ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის სახით 20 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ცისა და დედამიწის მფარველია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი საქართველოს განსკუთრებული მფარველია. მხოლოდ ეს ფაქტი რომ ყოფილიყო, ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასის მზადების ფარგლებში პირველ საკონტროლო მატჩს დღეს, 28 აგვისტოს ინგლისის “ნიუქასლ ფალკონზსთან გამართავენ.
ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრობას არ დათანხმდება. ამის შესახებ მან ტელეარხ „112-უკრაინას“ ეთერში განაცხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ამ თანამდებობას შესთავაზებენ, ის მის დაკავებაზე უარს იტყვის, ვინაიდან „უკრაინაში ისედაც არის ბევრი კარგი კადრი“.
ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დასრულდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
„მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით“, – ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ კუნძულ უტოიაზე 2011 წელს მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის მშობლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.