პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს მხარი დაუჭირა.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი რესურსი და გამბედაობა არ გააჩნია და არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლება ამ კუთხით მის რესურსებს არ იყენებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი დააკავეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდის და აცხადებს, რომ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე უნდა ვესაუბროთ.
სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე წარმოადგინა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი.
აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტული დარბაზის სრულად აღდგენა მიმდინარეობს. მთლიანად ხდება იატაკის, ჭერის, კედლების, სველი წერტილების, ფასადის განახლება და ძველი ფანჯრების ახალი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით შეცვლა.
ბრიუსელში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი რომ პრეზიდენტი გახდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, დაკავებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.