“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტით, ე.წ. ოდეერების სისტემა და ამასთან დაკავშირებით პროექტში არსებული ჩანაწერი უქმდება. საქართველოს მთავრობა, საკუთარი დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს განსაზღვრავს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.
ოფიციალურმა ათენმა დღის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო უნდა დაუბრუნოს.
ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 30 ადამიანი დაიღუპა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონით არანაირი "ოდეერების" ინსტიტუტი არ იარსებებს.
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამჯერად შეზღუდვების სიაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არიან ევრაზიული ახალგაზრდული კავშირისა და მოტოციკლეტისტთა კლუბ “ღამის მგლების” წევრები.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეიხ ჯაბერ ალ-მუბარაქ ალ-ჰამად ალ-საბაჰს სამძიმარს უცხადებს.
“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის”, შპს “მტკვარი ენერგეტიკისთვის” და შპს “ჯიფაუერისთვის” ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 7 ივლისის სხდომაზე მიიღებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკრაინის დედაქალაქ კიევში, პარტიის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე Facebook -ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დილიდან განახლდა. ბილეთები biletebi.ge-ზე ამ დროისთვის უკვე იყიდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.