81 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალში რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ეს ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე პირველი ქართული ოქროს მედალია.
ამ დღეებში, ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ” ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ახალი პროვინციის (ვილაიეთის) შექმნის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ვილაითის შემადგენლობაში "შეიყვანეს" – ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ყაბარდო-ბალყარეთი, ანუ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები.
"თბილისის მიკროავტობუსმა" კონდიციონერების ჩაურთველობის გამო ურჩი მძღოლები დააჯარიმა. "თბილისის მიკროავტობუსის" ცნობით, მონიტორინგის შედეგად კომპანიამ ურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი ორი კვირით მიკროავტობუსის მართვა აეკრძალა.
ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა. აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9 450 000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.
მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინათ დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს ვეტოს აუცილებლად დაადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მალე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, იან კელი შეუდგება მოღვაწეობას. იგი სენატმა ელჩად უკვე დაამტკიცა. პეტრე მამრაძე, ამერიკის ახალი ელჩისა და რიჩარდ ნორლანდის შესახებ გაზეთ "რეზონანსს" ესაუბრა და ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მორიდებულ და მეოჯახე პიროვნებად დაახასიათა.
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ ბაზაზე შეიქმნა ახალი ვებგვერდი – az.kvira.ge, სადაც ყოველდღიურად აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება ის მიმდინარე სიახლეები, რომლებიც პორტალ “კვირაზე” განთავსდება.
86 წლის ასაკში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, პრიმაკოვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.