ოდესის გუბერნატორობამდე მიხეილ სააკაშვილის სახელფასო ანაზღაურება წელიწადში 198 000 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ ინფორმაციას და დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელზეც თემურ იაკობაშვილის ხელმოწერაა დაფიქსირებული სააკაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ვერეს ხეობის შესწავლის და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენასთან დაკავშირებით გუშინ თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს.
ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
პროკურატურა 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს.
"ვიკილიქსის" მიერ მოპოვებული ფაილების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საფრანგთის პრეზიდენტებზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან ელჩი გამოიწვია.
თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და „სინათლის ქალაქის“ წარმომადგენლებთან ერთად, ზოოპარკის, მზიურის, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის, წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს, 14 ივნისს, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში შვებულებაში გაემგზავრა.
"ნაციონალური მოძრაობისა" და ირაკლი ალასანიას დარტყმები, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, მე ნამდვილად ვერ შემაფერხებს , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე, ასევე მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობაზე კითხვის პასუხად განაცხადა.
წელს ქერის კარგი მოსავალია და სავარაუდოდ, ხორბლის მოსავალიც კარგი იქნება“, -ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე გააკეთა, სადაც იგი ხორბლის ჯიშების გამოცდის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილი სამართალდარღვევების გამო, საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.