სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ათენიდან საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები და ჰიგიენური საშუალებები გამოაგზავნეს.
უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტები სტიქიური უბედურებიდან უკვე 10 დღის შემდეგ დაუფარავად აცხადებენ, რომ სტიქიურად სარისკო ზონებში ბინის ფასი საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, განსაკუთრებით იმ მდინარისპირა ადგილებში, სადაც ხალხი უსაფრთხო ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებს.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად რძის, რძის ნაწარმის და თაფლის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი მიიღო.
სს "ბანკი ქართუმ" თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე 2.250.000 ლარი გადარიცხა.
"სუპერ პუმები" სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული იქედან გამომდინარე, რომ ეს "პუმები" იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაჟურნალისტებს განუცხადა.
სომხეთის მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში - გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
როგორადაც უცნაურად და დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს, მსოფლიო თანდათანობით დიდი ომის მიჯნას უახლოვდება! ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია, - ის სახელმწიფოებია, სადაც აშშ სამხედრო ტექნიკას და დანაყოფებს განათავსებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ჯანიკაშვილი თვლის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ წელიწადში შეასრულა და მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ადგილობრივი ხელისუფლება ყველა დარჩენილი პროექტის განხორციელებას შეეცდება.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 20 მილიონ ლარამდეა მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.