მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეპარტამენტის ახალ უფროსს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა
„პირდაპირ გეტყვით – თავდაცვის მინისტრობა ქალს არ უხდება! – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანიგაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.
დაახლოებით ორი კვირის წინათ, თბილისში, გადამდებ ბაქტერიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, პაციენტები პნევმოკოკურ ინფექციას ემსხვერპლნენ, რომელიც მათ ორგანიზმში ბაქტერიის სახით მოხვდა.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მმართველობითი კრიზისია, რაც საერთაშორისო არენაზე ბევრ კითხვას ბადებს. როგორც ვანო მაჭავარიანი ამბობს, ღარიბაშვილს გუნდი ჩამოეშალა.
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, თუ სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდსაც შეეხებოდა, რადგან მოსახლეობა მათი მუშაობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სატვირთო ავტომობილი ხიდს გამოედო , რამაც რკინის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
"გასულ კვირას იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ამ წერილით მეფარიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
ყველა ის პროექტი და გეგმა გაგრძელდება, რომელიც ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს, – აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ხვდება. ყოფილი მინისტრი მის შემცვლელს თანამდებობას გადააბარებს და სამინისტროს საქმიანობას გააცნობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.