პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალი ხდება, დაკისრებულ ვალდებულებებს თავს გაართმევს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდეტს მსგავსი გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლება აქვს და ყველამ პატივი უნდა სცეს მის გადაწყვეტილებას.
მინდია ჯანელიძე, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში ბრუნდება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება , რომ მთავრობა ფროსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი: გელა ხ, ზურაბ ა, ალექსანდრე კ. და ბესიკ ო. სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, სამსახურიდან დაითხოვეს.
თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა. პოსტები ასე გადანაწილდა:
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა. პოსტები ასე გადანაწილდა:
შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული დიანა ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე დააკავეს.
დიახ, თუ ეს ასე მოხდა, და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე "ჩანაცვლდა" რესპუბლიკელი თინა ხიდაშელით, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის "დაკარგული პოზიცია დაიბრუნეს"!
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვა მინისტრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის საკითხიც დადგეს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა გაზეთ ,,რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.