საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის "დიდი პრიზის" გამარჯვებული გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა. პრემიერი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.
ნოდარ ხადური აზუსტებს, რომ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა არ შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულთა არც ხელფასებისა და არც შტატების შემცირებას. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქ, სხვა ხარჯების შემცირებაზე იქნება გათვლები გაკეთებული.
მთავრობა მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარებს ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკისგან სესხის აღებაზე საუბრობს.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტი არ შემცირდება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ხარჯების 12%-ით შემცირება ადმინისტრაციული ხასიათის იქნება.
იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ვაკის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე ჭიჭინაძის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ „ოსკარის“ დაჯილდოვების 87-ე ცერემონიაზე მსახიობების, რეჟისორებისა თუ წამყვანების მიერ წარმოთქმულ საუკეთესო გამონათქვამებს აქვეყნებს. დაბლა რამდენიმე მათგანია მოცემული.
ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში პოლონური ფილმი "იდა" გამოცხადდა გამარჯვებულად.
მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას, გარკვეული მსხვილი ობიექტების პრივატიზაციასა და სავალუტო შემოდინების კუთხით მუშაობის გააქტიურებას გეგმავს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიევში უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.