საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სრულად...

"ნაციონალური მოძრაობა"  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.

სრულად...

ინტესიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36 -კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

სრულად...

პარლამენტის საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია "ქართული ოცნებიდან", გიორგი კახიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კადიდატურის დასახელებას, პრეზიდენტის საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

სრულად...

გახდება თუა არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნინო გვენეტაძე, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაზე, რომლის წევრებიც ჯერჯერობით თავს იკავებენ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისაგან.

სრულად...

ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე, არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის არჩევანი ნინო გვენეტაძეზე შეჩერდა.

სრულად...

„არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა, თუკი ამის საჭირება იქნება, მაგრამ თავს ვარიდებ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობას",- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და მისი ახალი ორგანიზაციაზე ისაუბრა.

სრულად...

საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ახალი პროექტები, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას,- განაცხადა ენერგეტიკის მინისრტმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "თი-ბი-სი" ბანკის მიერ ორგანიზებულ ენერგოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების საკითხი სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი