საქართველოში უკრაინის ელჩის, ვასილ ციბენკოს განცხადებით, უკრაინას როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს იმოქმედოს თავისი ეროვნული ინტერესებით და შესაბამისი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

სრულად...

რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან და ამ აზრის გამზიარებელმა სხვა ექსპერტებმა მას ხოტბა უნდა შეასხან.

სრულად...

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებით, საქართველო ნელ-ნელა ამერიკელებს ეჯახება, დღევანდელი ქართული დიპლომატიით კი „შორს ვერ გავფრინდებით“.

სრულად...

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინათ მივიდა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალებს” "სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს", ისინი ამას ვერ მიაღწევენ, რადგან არ აქვთ არეულობის გამოსაწვევი რესურსი.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების გამო პასუხისმგებლობა საგარეო უწყებას ეკისრება.

სრულად...

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, სავიზო პოლიტიკაში ხარვეზები იყო და ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია, კერძოდ, შემოღებულია ელექტრონული ვიზის პორტალი, რომელიც საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს და ვიზიტორებს ვიზის აღებას გაუმარტივებს.

სრულად...

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი დავით კერესელიძე ადასტურებს, რომ უკრაინის ელჩთან საუბარი მიხეილ სააკაშვილის უკრაიანაში მაღალ პოსტზე დანიშვნასაც შეეხება, თუმცა მიიჩნევს, რომ უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევის გამო აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას, რადგან ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვევა პირველად არ ხდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი გადაიდო, თუმცა ძალაში რჩება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, უკრაინაში სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნებმა "შეიძლება რაღაც შეცვალოს, გადაიწიოს ვადები, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმის, რომ ჩვენ გეგმები შევცვალოთ".

სრულად...

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზნებზე საუბრობს და ამბობს, სააკაშვილის და „ნაცნიონალური მოძრაობის“ მიზანი უკრაინაში "ძალიან დიდი ფულის" შოვნა და  საქართველოში უკრაინული „მაიდნის“ სცენარის გადმოტანაა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი