პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
რუსთაველის მეტროსთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. როგორც ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფი დამნაშავეები დასაჯოს.
რადიო "თავისუფლება" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს , სადაც მინისტრი რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით შეჩერებაზე საუბრობს.
31 იანვრის 24.00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი-გზაგამტარის გამოცდა იწყება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაიკეტება გზატკეცილის მთავარი ზოლი და მოძრაობა სავალი ნაწილის მეორეხარისხოვანი ზოლების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გიორგი ფ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
საქართველოში ამ სეზონზე გრიპის ვირუსის ცალკეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, თუმცა საერთო ფონი მშვიდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზებული სტრუქტურული დანაყოფის – „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება დღეს დამტკიცდა.
ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით, რუსეთის რეაქციის მიუხედავად, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.